ფინეთმა უკრაინისთვის მე-18 სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულება 94 მილიონი ევროა. პრეზიდენტმა საული ნიინისტომ გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა.
დახმარების ახალი პაკეტი მძიმე იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.
უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ ინფორმაცია ფინეთის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა. ოპერატიული მიზეზების გამო და იმის უზრუნველსაყოფად, რომ იარაღი უსაფრთხოდ მიაღწევს დანიშნულების ადგილას, დამატებითი დეტალებზე – პაკეტის შინაარსზე, მიწოდების გზაზე ან განრიგზე, განცხადებაში საუბარი არაა.