ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის თქმით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო.

“თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიხართ. ცეცხლის წამკიდებელი არამზადები აჩენენ ცეცხლს, რომელიც ემუქრება ტყეებს, საკუთრებას და, რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლეს. თქვენ ეს არ შეგრჩებათ. ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ”, – განაცხადა კიკილიასმა საგანგებო ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საბერძნეთში ხანძრის ასობით კერაა. სტიქიას მიმდინარე კვირაში ქვეყანაში 20 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....