ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მასშტაბური სტიქია საბერძნეთში – ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს. სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის თქმით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო. ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიხართ. ცეცხლის წამკიდებელი არამზადები აჩენენ ცეცხლს, რომელიც ემუქრება ტყეებს, საკუთრებას და, რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლეს. თქვენ ეს არ შეგრჩებათ. ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ“, – განაცხადა კიკილიასმა საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, საბერძნეთში ხანძრის ასობით კერა გაჩნდა. სტიქიას მიმდინარე კვირაში ქვეყანაში 20 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლის ჩაქრობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით მეხანძრეა ჩართული.

იტვირთბა....