ცოტა ხნის წინ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს ენმ-სა და “ქართული ოცნების” წევრები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება სხდომაზე ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერ მამუკა ქობულაძის მიერ მაგიდაზე ხელების ბრახუნს მოჰყვა.
„ე, ბიჭო პასუხი გაგვეცით ნორმალური, თქვენ ვერ ამიკრძალავთ პროტესტის გამოხატვას! არ შეგეშალოთ რამე!”- ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების” წევრს თენგიზ აფხაზავას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მამუკა ქობულაძემ.
სახელისუფლებო დეპუტატების თქმით, ამ ქმედებით ნაციონალური მოძრაობა მორიგ შოუს დგამს.