დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში ათი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი – საკვები პროდუქტი და წყალი გაიგზავნა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
როგორც აფხაზური მედია წერს, ჰუმანიტარული ტვირთს დონეცკში თავად საგანგებო დავალებათა ე.წ. მინისტრი ლევ კვიწინია ჩაიტანს.