ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„რა ვერ გაძეხით, მესამე ვადით ხართ“ – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“

[su_quote] ყველა საერთაშორისო მეგობარს, რომელიც “ქართულ ოცნებას” ეუბნება, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარი ქვეყნის, ხალხის, დემოკრატიის ღალატი არ შეიძლება, ებრძვიან და თავს ესხმიან. არანაირი “ქართული ოცნება” არ არსებობს, მათი სწორი შეფასება იქნება “პუტინის ოცნება” საქართველოში, “ქართული ოცნება” არის “პუტინის ოცნება” საქართველოში. “პუტინის ოცნებას” ბუნებრივია არ მოეწონება აშშ და მისი ელჩი. სპეციალური ქვედანაყოფი რომ ჰყავთ “ხალხის ძალა”, მთავარ აქცენტს სწორედ აშშ-ზე აკეთებს, მტრის ხატს ხატავს აშშ-სგან მაშინ, როცა სწორედ აშშ-ს დამსახურებაა ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქართველი ხალხის ნებასთან ერთად საქართველო გახდა დამოუკიდებელო და დღემდე იცავს. სწორედ ამის გამო ესხმის თავს პუტინის ოცნება ამერიკის ელჩს და ამერიკას. მედვედევის სამხილებელი წერილი გამოაქვეყნა ხალხის ძალამ?! საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის გვერდზე დადო მედვედევის განცხადება?! – არა, რატომ? იმიტომ, რომ შეთანხმებულნი არიან. დღესაც კი აშშ ქართველ სამხედროებს წვრთნის, დღესაც მიდის სამხედრო სწავლება მტკიცე სული, საუბრობს ამაზე ვინმე? არა, მალავენ, ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ დასავლეთს ომი უნდა, რომ თავად სკამი შეინარჩუნონ. წარმოუდგენელი მასშტაბის სიხარბეა. ვეკითხები “ქართული ოცნების” ლიდერებს, რა ვერ გაძეხით, მესამე ვადით ხართ და ჭამთ და ყვლეფთ ამ ქვეყანას. სად დაეხმარეთ ხალხის ინტერესს? შოვში დაეხმარეთ? – არა, ვერ დაეხმარეთ. უკრაინას გამარჯვება უსურვეთ? – ვერ უსურვეთ და ძალა, რომელიც უკრაინას გამარჯვებას ვერ უსურვებს, ვერც საქართველოს თავისუფლებას დაიცავს. გუშინ ვთქვი და განვავრცობ – შამბას, რომელიც არის მარიონეტი, მეტი თავისუფლების ხარისხი აქვს, ვიდრე კობახიძეს, რომელიც ასევე არის მარიონეტი საქართველოში. შამბამ გაბედა მედვედევის წინააღმდეგ განცხადების გაკეთება, ღარიბაშვილმა, კობახიძემ გაბედეს?- არა, ისინი უფრო მოკლე ბაწრით ჰყავთ დაბმული, ვიდრე შამბა და სეპარატისტი ლიდერები. ეს არის სამწუხარო. [/su_quote]

– განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....