ლატვიის ტელევიზიამ LTV-მ მიიღო გადაწყვეტილება, მართლმადიდებლური მსახურების ტრანსლირება ეთერში აღარ მოხდეს – ამის მიზეზი მსახურებისას რუსეთის პატრიარქ კირილის ხსენება გახდა – რიგის წმინდა სამება-სერგიუსის დედათა მონასტრის ფილიალში მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ჩაწერისას აღმოაჩინა, რომ ისინი ლოცულობდნენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისთვის.
ტელევიზიის მთავარი რედაქტორის სიგიტა როკეს განცხადებით, ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ LTV-ის ღირებულებებსა და რწმენას, არამედ სარედაქციო პოზიციასაც, რადგან კირილი ღიად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიას და სისხლისღვრას უკრაინაში.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინაში, ამიტომ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მართლმადიდებლური ღვთისმსახურების გაგრძელება, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ლოცვა პატრიარქ კირილისთვის“, – განაცხადა როკემ.