პენტაგონი რუსული კრიმინალური დაჯგუფების “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქებას გამოეხმაურა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა მიწა-ჰაერი კლასის რაკეტამ ჩამოაგდო.
„ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პრესაში გავრცელებულ ცნობას, რომ თვითმფრინავი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტამ ჩამოაგდო.
დეტალებში არ შევალ, როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას, გარდა იმისა, რომ ჩვენი პირველადი შეფასება, რომელიც მრავალ ფაქტორზეა დაფუძნებული, მდგომარეობს იმაში, რომ პრიგოჟინი, დიდი ალბათობით, მოკლულია, – განაცხადა რაიდერმა“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთის ტერიტორიაზე, ტვერში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი უტკინი ისხდნენ. გავრცელებული ცნობით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა.