ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ახლა დასრულდა საკრებულოში ურბანული კომისიის სხდომა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მწვანე შუქი აუნთო თბილისის ამაოხრებელ ყველა პროექტს“ – საბა ბუაძე

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს გუშინდელი სხდომის შესახებ წერს.

მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულოში, ურბანული კომისიის სხდომაზე, „ქართულმა ოცნებამ“ მწვანე შუქი აუნთო თბილისის ამაოხრებელ ყველა პროექტს.

„ახლა დასრულდა საკრებულოში ურბანული კომისიის სხდომა, სადაც ქართულმა ოცნებამ მწვანე შუქი აუნთო თბილისის ამაოხრებელ ყველა პროექტს, მიუხედავად ჩვენი და იქ შეკრებილი სპეციალისტების არგუმენტების და წინააღმდეგობისა.
ესაა თბილისის ისტორიაში ყველაზე კორმპირებული მერის, კალაძის და მისი თანამზრახველების მემკვიდრეობა, რომლის ფასსაც ჩვენ და ჩვენი შვილები გადავიხდით“, – წერს ბუაძე.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ლაგუნა ვერეს, ვაკის, საბურთალოსა და დიდი დიღმის ტერიტორიებზე ცათამბრჯენების მშენებლობის პროექტებს.

იტვირთბა....