ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გეოლოგია ისწავლეთ, სანამ კომისიაშო დაჯდებით” – საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

“გეოლოგია ისწავლეთ, სანამ კომისიაშო დაჯდებით” – ასე მიმართა საკრებულოს სხდომაზე სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ “ოცნების” დეპუტატებს.

“არ შეიძლება მდინარის ჭალაში მშენებლობა, არ შეიძლება, ეს ჩემი აზრი არ არის. გეოლოგია ისწავლეთ, სანამ კომისიაშო დაჯდებით. აი, ამ არაპროფესიულ საზოგადოებას არ აქვს უფლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქს ისტორიას უკარგავს” – მიმართა გოდოლაძემ დეპუტატებს.

აღნიშნულ სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებიან. სხდომაზე იმ სადაო პროექტებზე და მშენებლობების ნებართვების გაცემაზე მსჯელობენ, რომლებიც ექსპერტული წრეების შეფასებით ქალაქისთვის ურბანული გენოციდის ტოლფასია.

აქ არ აპირებთ ცხოვრებას? ყველა გაიქცევით? – მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა “ოცნების” დეპუტატებს.

იტვირთბა....