ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კალაპოტებში საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი” – მღებრიშვილი

კალაპოტებში საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი – აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

“სამძებრო სამუშაოები გუმათჰესის ტერიტორიამდე გავაფართოვეთ. გუმათჰესის დაგუბებაში ნავით ვაკეთებთ შემოვლებს. ამ პერიმეტრის მანძილზე მიმდინარეობს ფეხით, ნავებითა და ასევე კინოლოგების დახმარებით ძებნა-შველის ღონისძიება.

ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია. მინდა გითხრათ, რომ კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი. ამიტომ, არის ალბათობა, რომ მდინარის კალაპოტებში კიდევ ვნახოთ დაკარგულები“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

იტვირთბა....