გამოცემა „მედუზა“ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენის პრიგოჟინის, სავარაუდო მკვლელობის საქმეზე საუბრობს.
მედია აღნიშნავს, რომ პიგოჟინის საქმეში ეჭვმიტანილად მისივე პირადი პილოტი არტემ სტეპანოვი მოისაზრება, რომელიც გაუჩინარებულია.
სტეპანოვი კერძო თვითმფრინავის პილოტი და კომპანია MNT-Aero-ს ყოფილი დამფუძნებელია, რომელსაც ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ეკუთვნოდა.
გამოცემა არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავის შასზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
რუსი ექსპერტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ ვერსიას, რას შეიძლებოდა გამოეწვია თვითმფრინავის ჩამოგდება.
„ვიდეოჩანაწერების მიხედვით, რაც ვნახე, არ ვიტყოდი რომ ეს არის ბორტზე მომხდარი აფეთქების შედეგი. ბორტზე აფეთქება ნიშნავს ნამსხვრევების დიდ რადიუსზე გაფანტვას. თვითმფრივავის ფრაგმენტების დიდ არეალში გაფანტვას. თვითმფრინავი, რომელიც ფეთქდება ბორტზე, თვითმფრინავი ჰერმეტიულია, თანაც, ეს არის როგორც დიდი საჰაერო ბურთი რომ ნემსით გახვრიტო. აფეთქდება და გაიფანტება რამდენიმე ფრაგმენტად“, – განაცხადა ერთ-ერთმა გამოცდილმა პილოტმა.
მკვლევრები ასევე ამბობენ, რომ საზენიტო რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსია არარეალისტურია.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.
ბოლო დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.