შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია – აღნიშნულის შესახებ ონის მერმა სერგო ხიდეშელმა განაცხადა.
“კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს ქვეყანას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 29 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. 28 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 4 ადამიანის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშოები, როგორც სტიქიის ლოკაციაზე ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”, – თქვა ონის მერმა.
საზოგადოება