“დგება ხალხის გაზაფხული” – დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 34 წლის შემდეგ, რუსთაველზე მასშტაბური აქცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, აქციაზე საზოგადოებას მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან.
“31 მარტი არის ქართველი ხალხის გამოღვიძების დღე, როდესაც, 1991 წელს, საქართველოს მოქალაქეთა 99.08%-მა “დიახ” უთხრა დამოუკიდებლობის აღდგენას და რუსული ბატონობის დასრულებას.
და ჩვენს ქუჩაზეც მოდის გაზაფხული. ახალი სიცოცხლით, ახალი ძალებით მოდის ხალხის გაზაფხული.
31 მარტს, 20:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველზე.
21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი.” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.