საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო, – ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენმა ევროკავშირის ფონდები უკანონოდ მიითვისა და არამიზნობრივად გამოიყენა. დანაშაულებრივ სქემაში ლე პენის პარტიასთან დაკავშირებული ფრანგი დეპუტატები, კანონმდებლები, ევროპარლამენტარები და მათ მიერ აყვანილი თანაშემწეები 2004-2016 წლებში მონაწილეობდნენ.
გამოცემის ცნობით, მოსამართლეს ჯერ არ უთქვამს, რა სასჯელს მიუსჯიან მარინ ლე პენს.