კულინარია

მარტივი რეცეპტი: როგორ ამზადებენ ნამდვილ ჩაქაფულს კახეთში

 

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართული კერძის, ჩაქაფულის მომზადება უფრო მარტივია, ვიდრე წარმოგედგინათ.

შემადგენლობა:

  • ხბოს ან ბატკნის ხორცი ( ფერდის ნაწილი ) 2 კგ
  • ტარხუნა : 4 კონა
  • მწვანე ხახვი 2 კონა
  • ახალი ნიორი 3 ღერი (მწვანე)
  • ქინძი, ოხრახუში, ნიახური 1-1 კონა
  • მწარე წიწაკა 2 ცალი (მწვანე)
  • ტყემალი 300 გრამი
  • ღვინო 0,5 ლიტრი

მომზადება წესი:

დაჭერით საქონლის, რბილი ხორცი პატარა ნაჭრებად და კარგად გაწურეთ. დაჭერით მწვანილი და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში. აიღეთ დიდი ზომის ქვაბი და  მოათავსეთ ხორცი ისე, რომ ძირი მთლიანად დაფაროს. დააყარეთ ხორცს მწვანილი, თხლად დაჭრილი მწარე წიწაკა და მწვანე ტყემალი. ამის შემდეგ კვლავ დაამატეთ ხორცი, შემდეგ მწვანილი და ა.შ.  ბოლოს დაასხით ღვინო ისე, რომ ხორცის ფენა მთლიანად დაიფაროს ( ქვაბში უნდა ჩაასხათ მხოლოდ ღვინო და არა წყალი) და დადგით საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე, წამოდუღებამდე, ხოლო შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ. როდესაც ხორცი  მოიხარშება, შეკაზმეთ მარილით.

 

იტვირთბა....