ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიჯური სახელის აღდგენა, რომ რუსეთში ღალატი არავის არ ეპატიება“ – უჩა აბაშიძე პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით „მეტრონომი“ სამხედრო ანალიტიკოსს, უჩა აბაშიძეს ესაუბრა.

აბაშიძის თქმით, თუკი პრიგოჟინის მხრიდან სიკვდილის გათამაშების ვერსიას განვიხილავთ, მაშინ გამოდის, რომ მან იცოდა, რომ მოკლავდნენ და თავი მოკლულად გამოაცხადა, სინამდვილეში კი გაიპარა, სამუდამოდ გაქრა, რადგან თუ მან თავისი სიკვდილი რუსეთის შიგნით დესტაბილიზაციის მოსაწყობად გაითამაშა, გათამაშების ყველანაირი ვადა გავიდა, ის კი არ გამოჩენილა.

უჩა აბაშიძემ აღნიშნა, რომ მთელ ამ ანალიტიკაში მთავარი არის ის, რომ რუსეთის ძირითადი ტერიტორიის თავზე თვითმფრინავი ჩამოაგდეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებით და დაიღუპა მინიმუმ სამი სამოქალაქო პირი. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ან რუსული ჯარი უკონტროლოა, ან რუსულმა სახელმწიფომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ყველას აჩვენა, რომ ის, რაც პრიგოჟინმა 2 თვის წინ გააკეთა, არის ღალატი, რაც რუსეთში აუცილებლად სიკვდილს მოიტანს და ამ შემთხვევაში, მასთან რამე ტიპის მოლაპარაკების არანაირი შანსი არ არსებოს.

რაც შეეხებათ „ვაგნერელებს“, აბაშიძის აზრით, მათ უკვე არანაირი ძალა აღარ გააჩნიათ და თუკი პუტინის მიერ პრიგოჟინის მოკვლა დადასტურდება, ისინი პასუხის გაცემას, ძალების მოკრებას ვერ მოახერხებენ, რადგან ეს ჯგუფი მთლიანად დემორალიზებულია.

[su_quote] პირველი ერთი საათი ვფიქრობდი, რომ ეს ამბავი შეიძლებოდა გათამაშებული ყოფილიყო რუსეთის შიგნით არეულობის გამოსაწვევად, თუმცა მას შემდეგ, რაც პრიგოჟინი არ გამოჩნდა, გათამაშების ყველანაირი ვადა გავიდა. ანუ ტალღა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, პრიგოჟინი ამომხტარიყო ყუთიდან და ეს გამოეყენებინა რაღაცისთვის, უკვე აღარ არსებობს.

გათამაშების ერთადერთი ვარიანტი, რაც ახლა დარჩა, არის ის, რომ პრიგოჟინმა იცოდა, რომ მოკლავდნენ და თავი მოკლულად გამოაცხადა, სინამდვილეში კი გაიპარა, სამუდამოდ გაქრა. ამას კიდევ რამდენიმე წელი მაინც ვერ გავიგებთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ანალიტიკაში მთავარი არის ის, რომ რუსეთის ძირითადი ტერიტორიის თავზე თვითმფრინავი ჩამოაგდეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებით და დაიღუპა მინიმუმ სამი სამოქალაქო პირი. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ან რუსული ჯარი უკონტროლოა, ან რუსულმა სახელმწიფომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა.

ბოლო დროს, რუსეთის ანალიტიკის შემთხვევაში, მარტივი ანალიზი არის ხოლმე სწორი. როცა პრიგოჟინმა აჯანყება დაიწყო, ათასი ვერსია გამოიგონეს, სწორი კი აღმოჩნდა ყველაზე მარტივი.

ბოლო 25 წელია, რუსეთმა კორუფციის, ნეპოტიზმის, კადრების ცუდად შერჩევის გამო თავად გამოითხარა თავი, როგორც ქვეყანამ; აღარც ფსბ ვარგა, აღარც ჯარი და აღარც არაფერი. ამდენად, უფრო და უფრო მარტივდება ილეთები, რომლებსაც იქ ატარებენ.

პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიჯური სახელის აღდგენა, რომ რუსეთში ღალატი არავის არ ეპატიება. ის მთელი ცხოვრებაა ამბობს, რომ ყველასთან ყველანაირი ტიპის ლაპარაკი შეუძლია, გარდა ღალატისა; ღალატზე გადის მისი ზღვარი.

შესაბამისად, მისთვის პრიგოჟინის გადარჩენა არალოგიკური იყო. პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა, რომ იმის გამეორება, რაც პრიგოჟინმა გააკეთა, მისი მმართველობის პირობებში, აუცილებლად სიკვდილს მოიტანს და გამოძრომის არანაირი ვარიანტი არ არსებობს.

დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, პუტინის მიერ პრიგოჟინის არმოკვლის არგუმენტი არის ის, რომ აი, კიდევ რომ სცადოს ვინმემ აჯანყება, პუტინს არ სურს, შემოირიგოს ის?

სინამდვილეში, პუტინი ამ საკითხს სხვანაირად უყურებს. ის ძალოვანი ავტორიტარია. ის აქცენტს ძალის დემონსტრიტებაზე აკეთებს და არც განიხილავს, რომ ღალატი შეიძლება განმეორდეს.

ვაგნერელებმა ბევრი წერეს, რომ თუ პრიგოჟინის მკვლელობა დადასტურდება, ისინი იმოქმედებენ, მაგრამ მათ ერთიანობა, ძალა აღარ აქვთ. ამ მხრივ, პუტინმა ყველაფერი სწორად გააკეთა. „ვაგნერი“ დაიშალა – ნახევარი გაქრა, მეორე ნახევარი, თითქოს, ბელარუსში წავიდა და ა.შ. რუსულმა ტელევიზიები მოყვნენ, როგორი საშინელებები არიან „ვაგნერელები“. ეს ყველაფერი ამ ჯგუფის დემორალიზებას ემსახურებოდა.

ამდენად, „ვაგნერი“ რამის საპასუხოდ ძალას ვერ მოიკრებს. ის ძლიერი იყო მაშინ, როცა ომიდან გამოვიდა, როგორც ერთიანი, შეკრული ჯგუფი, რომელსაც თურმე დიდი შეიარაღება ჰქონდა გადამალული. ეს იყო „ვაგნერის“ პიკი, რომელიც „ვაგნერელებმა“ ხელიდან გაუშვეს. შეიძლება ოდესმე, რომელიმე ვაგნერელმა ავტომატიდან ესროლოს ვიღაც გუბერნატორს და მერე მას მოკლავენ. სულ ეს იქნება. [/su_quote]

– განაცხადა უჩა აბაშიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.

ბოლო დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....