კრიმინალური დაჯგუფება “ვაგნერი” პრიგოჟინისა და უტკინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს:
“ძალიან გვიჭირს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ ჩვენ ორი მეთაური დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ისევ გვყავს მეთაურები, რომლებსაც, ვალდებულები ვართ, რომ დავემორჩილოთ. ჩვენ გავაგრძელეთ წინსვლას. გისამძიმრებთ იმის გამო, რაც დღეს მოხდა, ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ახლა ველოდებით ბრძანებას. მიტინგების ჩატარებას ამ ეტაპზე, არ ვაპირებთ” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც, სავარაუდოდ, იმყოფებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი დიმიტრი უტკინი.
არსებული ინფორმაციით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია.