ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცმა გორში თავი ჩამოიხრჩო: მან ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე ყველას თვალწინ მოკლა

მამაკაცმა, რომელმაც ერთი თვის წინ, გორში ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე შვილის დასაფლავებისას მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გავრცელებული ცნობით, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ცხედარი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნაქირავებ ბინაში,  აღმოაჩინეს. მან თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.

შსს ადასტურებს თვითმკვლელობის ფაქტს.

შეგახსენებთ, რომ გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე თებერვლის დასაწყისში მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებდნენ, შემთხვევის შემდეგ ის არავის უნახავს. დღემდე არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა და თავს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდა.

იტვირთბა....