“თბილისის მერია აპირებს დაამტკიცოს ცათამბჯენის პროექტი ტერიტორიაზე, რომელიც 2015 წელს ღვარცოფულ ზონად გამოაცხადა და მშენებლობა აკრძალა” – ამის შესახებ ინფორმაციას “ენმს” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ავრცელებს.
“კორუფცია დანაშაული მხოლოდ იმიტომ არაა, რომ ვიღაცა ღარიბდება და ვიღაცა მდიდრდება, კორუფცია დანაშაულია, რომელიც კლავს!
ბუნებრივი კატასტროფები, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ამ ზონაში ინტენსიური განაშენიანების წარმოება – დანაშაულია;
2015 წლის წყალდიდობის შედეგები, ყველას კარგად გვახსოვს – ტრაგედია, რომელმაც შეიწირა ადამიანების სიცოცხლე, ტრაგედია რომელიც იყო დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგი, შედეგი იმისა, რომ არ მოხდა ისტორიული ინფორმაციის გათვალისწინება (არ მოჰყვა რეაგირება ვერეს კალაპოტში მეწყერის ჩამოწოლას),
ისტორიულად კი ვერე ადიდდა: 1924 წელს; 1962 წელს; 1982 წელს, რაც ნიშნავს, რომ წყალმოვარდნა პერიოდულია და განმეორება ახასიათებს.
მსხვეპლის რაოდენობა კი მსგავსი შემთხვევებისას პირდაპირპროპორციულია ხალხის კონცენტრაციისა და წინასწარი შეტყობინების სისტემის არსებობა/ არარსებობის.
რა ისწავლა თბილისის მერიამ 2015 წლის ტრაგედიის შედეგად:
გამოაცხადა ტენდერი და ტრაგედიის სიმბოლოს, ჰიპოპოტამს დაუდგა ძეგლი.
ასევე უფუნქციო ძეგლივით “დააყენა” შეტყობინების სისტემა, რომელიც არ მუშაობს…
ახლა კი, ვერეს დატბორვის არეალში, თბილისის მერია აპირებს დაამტკიცოს ცათამბჯენების პროექტი, ტერიტორიაზე, რომელიც 2015 წელს მერიამ ღვარცოფულ ზონად გამოაცხადა და მშენებლობა აკრძალა…”