ავარია ხობი-სენაკის ცენტრალურ მონაკვეთზე – “ჰონდას” მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი, ორი ქალი და ოთხი მოზარდი დაშავდა.
ისინი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებითა და მოტეხილობით გადაიყვანეს.
ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.