ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვარკეთილში მოქალაქეებს წლების წინ აშენებული ავტოფარეხები დაუნგრიეს – დემონტაჟს ოლქის მაჟორიტარი პირადად ესწრებოდა

ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში მოქალაქეებს წლების წინ აშენებული ავტოფარეხები დაუნგრიეს.

ადგილობრივების თქმით, მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკით, მათი კერძო ქონების დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დროც კი არ ჰქონდათ.

ამბობენ, რომ განკარგულება მხოლოდ დღეს, ისიც სიტყვიერად წაუკითხეს. ოფიციალური დოკუმენტის არარსებობის გამო კი მათ სასამართლოში საჩივრების შეტანაც ვერ შეძლეს.

ადგილზე სამგორის მაჟორიტარიც იმყოფებოდა და დემონტაჟის პროცესს თვალს პირადად ადევნებდა.

რევაზ სოხაძის თქმით, ავტოფარეხები უკანონოდ არის აშენებული და შესაბამისად მათი მფლობელები სახელმწიფოსგან კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ.

მისივე განმარტებით, დემონტაჟისთვის ოფიციალურად არც ამხანაგობას მიუმართავს და არც კერძო პირს.

იტვირთბა....