ცოტა ხნის წინ უმძიმესი ავარია მოხდა საგარეჯოში, რის შედეგადაც გარდაიცვალა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ასევე არიან დაშავებულებიც.
როგორც ცნობილია, 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.