უკრაინული დრონი მოსკოვში მშენებარე შენობას დაეჯახა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა მედიასთან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, დრონი ელექტრონული საბრძოლო სისტემით ჩაახშეს, თუმცა მან კონტროლი დაკარგა და შენობას დაეჯახა. უწყების ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონის მოჟაისკის და ხიმკის რაიონებში კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთმა მომხდარი შეაფასა, როგორც “კიევის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული აქტი”.