“მე არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ მე მართალი ვარ!“ – ასე პასუხობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, რომლის მიზანიც არის მისი, როგორც პროფესიონალის დისკრედიტაცია.
“პირველებთან” გოდოლაძე ამბობს, პროსახელისუფლებო მედიების მხრიდან ძალადობის საქმის არასწორი ინტერპრეტაცია პირდაპირ ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლებას მისი მოშორება სურს.
“ჩემზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო, გენდერული მოტივით, ჩემს ყოფილ პარტნიორზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე მიყენებული ტრავმის გამო გავდიოდი ხანგრძლივ მკურნალობას.
ამას შემდეგ მოჰყვა უკვე დაგეგმილი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. ეს მხოლოდ შოვის ამბები არ არის, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს აქტიურობას ნამახვანჰესთან დაკავშირებიტ იმიტომ, რომ ძლაიან ბევრი ადამიანი გავაღიზიანე, ჭიათურასთან დაკავშირებით, ჩემს განცხადებებს ყველა სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით.
მოარული ინფორმაციიდან მე ყოველთვის მომდიოდა მესიჯები, რომ ჩემი მოცილება უნდოდათ თავიდან – ამიტომ ახლა ამ გადასახედიდან ეჭვი არ მეპარება, რომ შეთითხნილი ბრალდება ჩემი ყოფილი პარტნიორისგან მოდის, თავის გადარჩენის მიზნით – იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეს ციხეში, არის ამ წინასწარ დაწერილი სცენარის ერთ-ერთი კომპონენტი.
მე არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ მე მართალი ვარ!“ – ამბობს თეა გოდოლაძე.
წყარო: ტვ პირველი