ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გუშინ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებში მის მიმართაც იყო მუქარა.
“ძნელია ეს არ დაინახოს ადამიანმა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული ტერორისა და ზეწოლის ქარტეხილი დაატყდათ თავისუფალ დემოკრატებს ბოლო პერიოდში. გუშინ გავრცელებულ მასალაში იყო მუქარა ჩემს მიმართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამიტომ მე ამას აბსოლუტურად წყნარად შევხვდი. აქამდე რომ რამე ჰქონოდათ, ბუნებრივია, ეს მუქარა მოდის მოქმედი ხელისუფლებისგანაც და წინა ხელისუფლებისგანაც. მე რომ შანტაჟს არ ვექვემდებარები და ამით რომ ჩემი შეშინება არ შეუძლიათ ეს დადასტურდა იმითაც, რომ არ ავყევი ამ შანტაჟს. ამას მოჰყვა შემდეგ ის, რაც გააკეთა ხელისუფლებამ – თავდაცვის სამინისტროს 5 უდანაშაულო თანამშრომელი დააკავეს და ამანაც რომ არ გაჭრა, ჩვენ წამოვედით კოალიციიდან. ამიტომ, ერთადერთი მთავარი რაც მინდა საზოგადოებას, იმათ ვუთხრა, ვინც ამ შანტაჟის მსხვერპლია, გააკეთოს ზუსტად ის რაც გააკეთა ინგა გრიგოლიამ, რაც გააკეთეს სხვა ადამიანებმა, ვინც გახდნენ შანტაჟის მსხვერპლი. არ შეუშინდეთ, გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ,ერთ მუშტად შეკრულები დავუპირისპირდეთ ამ ზეწოლას, რომელიც მოდის და დდარწმუენბულები იყავით, რომ პრაქტიკულად, იმ მიზანს, რასაც ისახავს შანტაჟის მთელი ოკეანე, ვერ მიაღწევს. იმიტომ, რომ სწორედ შიშს თუ დავამარცხებთ, მათი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ უარი ვთქვათ იმის კეთებაზე, რასაც ვაკეთებთ“.-განაცხადა ალასანიამ.