ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საშინლად ეშინიათ ამ კომისიის შექმნის და სწორედ ამიტომ მისი შექმნა აუცილებელია” – გია ხუხაშვილი

“ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველ გუდს შოვის ტრაგედიაზე გამოძიების დაწყების ძალიან ეშინია და სწორედ ამიტომაა აუცილებელი, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას:

“ხომ არ იცით, რომელ სტანდარტზე საუბრობს კობახიძე? – ჩრდილოეთ კორეულზე, რუსულზე, თუ ვენესუელურზე?!

ანუ, უტიფრად გვეუბნება, რომ ნებისმიერ ჩემს დანაშაულზე თვითონ დავიწყებ გამოძიებას, რომელსაც არასოდეს დავასრულებ. “სტანდარტით” თქვენ ვეღარ შექმნით კომისიას და “ყველაფერი იქნება კარგად”

ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – საშინლად ეშინიათ ამ კომისიის შექმნის და სწორედ ამიტომ მისი შექმნა აუცილებელია” – წერს ხუხაშვილი.

იტვირთბა....