ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როცა იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები არ იქმნება ხოლმე, თუმცა აქაც ახერხებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას – კობახიძე შოვის ტრაგედიაზე

“ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა საკითხით სპეკულირებაა. მისი განმარტებით, “როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები არ იქმნება ხოლმე”:

„ასეთი ინიციატივები ბუნებრივია არავის უკვირს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი დაწყებულია იმისათვის, რომ ყველა დეტალი იქნას შესწავლილი. საგამოძიებო პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები, თუმცა აქაც ახერხებს სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა (ენმ) სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა. არის გარკვეული საკითხები რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერა. მათ ცადეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ქულების დაწერა, მთელი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება,“ – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....