33 წლის წინ, 1991 წლის 26 დეკემბერს, საბჭოთა კავშირი დაიშალა
8 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი რესპუბლიკებიდან სამმა, რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლა გამოცხადდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა(დსთ) დაარსდა
21 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ, გარდა საქართველოსა, ხელი მოაწერა ალმათის დეკლარაციას, რომლის მიხედვით ისინი შეუერთდნენ დსთ-ს და განსაზღვრეს ორგანიზაციის პრინციპები. ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე
25 დეკემბერს მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა და ბირთვული კოდები ბორის იელცინს გადასცა.
26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სახელად “დეკლარაცია № 142-Н”, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არსებობა