ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება სახის არეში აღენიშნება.

ნაცემი მოქალაქეები სასწრაფოს მანქანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

დაპირისპირება სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. პროფკავშირებში დღეს გაფიცულების საკითხზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ირკვევა, რომ ორგანიზაცია “ლაბორის” წარმომადგენლებს, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ, შენობაში გამგეობის სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ადგილზე ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ერთი ვერსიით, პროფკავშირის თავმჯდომარეს და მის მომხრეებს ოცნების ზონდერ ჯგუფები იცავდნენ.

ადგილზე გამოძახებულ პოლიციას თავდასხმაში მხილებული პირები ადგილიდან არ განურიდებია.

იტვირთბა....