დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის საქმიანობას აღარ აფინანსებს.
“თუკი რუსეთის სახელმწიფო აღარ უხდის ვაგნერს, მეორე ყველაზე დამაჯერებელი დამფინანსებელი ბელარუსის ხელისუფლებაა” – წერია უწყებოს განცხადებაში.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, კრემლის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის შედეგად, ვაგნერის ჯგუფი დაიწყებს “ზომის შემცირებისა და რეკონფიგურაციის პროცესს, რათა ფინანსური ზეწოლის დროს დაზოგოს პერსონალის ხელფასი”.
შეგახსენებთ, რომ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევგენი პრიგოჟინსა და ვაგნერს ბელარუსიაში გადასვლა შესთავაზა.
ვაგნერის ბელარუსიაში გადასვლამ პოლონეთი აიძულა, რომ საზღვარზე კონტროლი გაემკაცრებინა.