ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ცნობილი ხდება, სოფელ ორთაბათუმში ყოროლისწყლის კალაპოტთან ახლოს 60-მდე კოტეჯი უკანონოდ შენდება, მდინარის ადიდებამ კი შესაძლოა შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს და კოტეჯები წყლით დაიფაროს. ინვესტორი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინვესტორი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ადგილობრივების თქმით, სხვადასხვა დროს მდინარის ადიდებისა და მეწყრის ჩამოწოლის გამო მოსახლეობა ბევრჯერ დაზარალდა.
ოპოზიციის თქმით, სამშენებლო ნებართვები სოფელში უკანონოდაა გაცემული. ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეისწავლოს ნებართვის კანონიერება და მოხდეს კოტეჯების დემონტაჟი.
“ყიდვა აუქციონის სახით 2020 წელს მოხდა. 2021 წლიდან დაიწყო აქტიური სამუშაოები. არაერთხელ ვეცადეთ, რომ კომპანიასთან დაგვემყარებინა კავშირი, მაგრამ, უშედეგოდ. როგოც ხედავთ, არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული, არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული და გვაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა კოტეჯები და თუ უსაფრთხო არ არის დაუყოვნებლივ მოხდეს მისი დემონტაჟი… ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ 15-16 კოტეჯზეა ნებართვა გაცემული, დანარჩენი უნებართვოდ შენდება,” – აცხადებს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩხაიძე.