უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის, ომში მყოფ ქვეყანას ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა მიაწოდოს. მისივე თქმით, ამჟამად 174 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია სახიფათოა ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო:
„აზერბაიჯანი მზად არის წარმოადგინოს ახალი ჰუმანიტარული პაკეტი, მათ შორის აღჭურვილობა ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად. ნაღმებისგან გაწმენდა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უკრაინამ ეს აღჭურვილობა პარტნიორებისგან უნდა მიიღოს და ასევე დაფუძნებული უნდა იყოს უკრაინაში წარმოებაზე, რათა ჩვენი მიწა რუსული ნაღმებისგან გავასუფთავოთ. ეს ამოცანა უნდა დასრულდეს არა ათწლეულების განმავლობაში, არამედ წლების განმავლობაში. საერთო ჯამში, ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის 174 ათასი კვადრატული კილომეტრი პოტენციურად საშიშია ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო. ყოველდღე ჩვენი სპეციალისტები პოულობენ ასობით ასაფეთქებელ ობიექტს და რაც უფრო მეტი გამანადგურებელი მანქანა გვექნება, რაც მეტი სპეციალური დრონი გვექნება, მით უფრო აქტიურად შევძლებთ უსაფრთხოების აღდგენას. მადლობა თითოეულ ქვეყანას, რომელიც გვეხმარება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.