აღმოსავლეთ უკრაინაში საჰაერო განგაშია. ამის შესახებ ინფორმაციას კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ ვილკული ავრცელებს.
საჰაერო განგაში უკრაინის 11 რეგიონსა და ყირიმში გამოცხადდა. როგორც უკრაინული მედია წერს, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მაღალია. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დატოვონ თავშესაფარი.