თსუ-ს სამი პროფესორი, გიული ქეშელაშვილი, მანანა ხარხელი და იზოლდა ჭილაძე შიმშილობის დაწყებას აპირებენ, მოთხოვნით, რომ არ გადადგეს რექტორი, ლადო პაპავა.
რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თსუ-ს თვითმმართველობის წევრები გეგმავენ შიმშილობის დაწყებას მოტხოვნით, რათა გადაგეს ლადო პაპავა.
ამ წუთებში თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თვითმმართველობის წევრები და პროფესორები შიმშილობასთან დაკავშირებით.