აზერბაიჯანი უკრაინის დახმარების პაკეტს ზრდის. როგორც ცნობილი გახდამაზერბაიჯანი უკრაინას მექანიზებული განაღმვის მანქანას გადასცემს.
დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ცნობილი დღეს, უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, ბოგდან დრაპიატისა და უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
“გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ თქვენი გამძლეობისა და გამბედაობისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავზარდოთ უკრაინის დახმარების პაკეტი, კერძოდ, ჰუმანიტარული განაღმვის საკითხში“, – ციტირებს უკრაინის მთავრობა ელჩს.