ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

პაპავა თვითმართველობის მიერ შენგრეულ კარს მიღმა სტუდენტებს ხვდება (ვიდეო)

ამ წუთებში თსუ-ს რექტორი, ლადო პაპავა თვითმართველობის მიერ შენგრეულ კარს მიღმა სტუდენტებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კადრს მიღმა იმართება. ჟურნალისტები გარეთ გამოიხმეს, თუმცა „მეტრონომის“ ჟურნალისტმა ვიდეოს გადაღება მოახერხა.

ასევე, დღეს აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდებენ პრემიერს, რომ სასწრაფოდ მივიდეს უნივერსიტეტში, რადგან  მათი თქმით, სიტუაცია უკონტროლო გახდა.

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები მომხდარზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს  თვითმმართველობის წევრთა მხარდამჭერები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი პაპავას გადაყენებას ითხოვენ.

იტვირთბა....