კომპანია “ნეო სიტი დეველოპმენტი”, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა “ლაგუნა ვერე” მიჰყიდა, აუზთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“ლაგუნა ვერეს ტერიტორია კომპანია ნეო დეველლპმენტმა იყიდა. 7 აგვისტოს, ნეო დეველპპმენტსა და შპს ლაგუნა ვერეს შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ტრანზაქციის დასრულების შემდგომ ლაგუნა ვერე გადავა კომპანიის მფლობელობაში.
დაგეგმილია საცურაო კომპლექს ,,ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კველევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.
კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს, – წერია “ნეო სიტი დეველოპმენტის” განცხადებაში.

