ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თავის კუთვნილებაში არსებული ისტორიული აუზი “ლაგუნა ვერე” გაყიდა. ახლა მისი მფლობელი კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტია”. მანამდე კი თბილისის მერი კახი კალაძე ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი აუზის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას აპირებდა და თბილისის მერია მის კეთილმოწყობაზე იზრუნებდა.
“ერთის მხრივ ცალსახაა, რომ ოლიგარქს არ აინტერესებს არანაირი ქველმოქმედება ამ ქვეყანაში, აინტერესებს მხოლოდ, რომ “ქართუ ფონდის” მეშვეობით დიდი რაოდენობით ფული იშოვოს და მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, მის ახირებებს დამორჩილებულ, აბსოლუტურად უპრინციპო თბილისის მერს, რომელიც იანვარში თილისელებს ამადლიდა, რომ “ლაგუნა ვერე” მათი საკუთრება გახდებოდა, ხოლო ივნისში გაუკეთებია კომენტარი, რომ ეს არის ყველაზე დაბინძურებული ტერიტორია და აუზის აღდგენა რამდენად მიზანშეზონილია, საზოგადოებასთან ერთად უნდა იმსჯელოს. ანუ, როგორც კი ოლიგარქმა გადაიფიქრა ჩუქება, მან იმ წუთასვე შეცვალა საუბარი” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.