ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქმედი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად “აზრის თავისუფლების ფონდი” ფუძნდება

თბილისში საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართება – ყოფილი საჯარო მოხელეები მოქმედი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად.

“მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ძალა იმ პრინციპულ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებზეა დამყარებული, რომლებიც ქვეყნის ინტერესების, კონსტიტუციისა და საკუთარი ღირებულებების შესაბამისად მოქმედებენ,“ — წერია ფონდის განცხადებაში

საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის ფარგლებში, აზრის თავისუფლების ფონდი, ინიციატივაში გაერთიანებულ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის შემდეგი მიმართულებებით იმუშავებს:

დახმარება დასაქმებაში: სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ახალი სამსახურის მოძიების ხელშეწყობა.
საწყისი ფინანსური მხარდაჭერა: გარდამავალ პერიოდში საჭირო ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა.
შუამდგომლობა ფინანსურ ინსტიტუტებთან: საკრედიტო ვალდებულებების შესამსუბუქებლად.
სადაზღვევო მხარდაჭერა: ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნებაში დახმარება.
პროფესიული გადამზადება: ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.
სამართლებრივი დახმარება: იურიდიული კონსულტაცია და წარმომადგენლობა.
ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა: ფსიქოლოგიური დახმარება და ემოციური მხარდაჭერა.
„ეს გაბედული ადამიანები, რომლებიც დღეს მუქარისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებენ. მათი გაძლიერება და თანადგომა გადამწყვეტია, რათა შეძლონ არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვა, არამედ სამოქალაქო სამართლიანობის განმტკიცება,“ — წერია განცხადებაში

ფონდის მთავარი შემომწირველები არიან ყოფილი საჯარო მოხელეები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ფონდს უკვე ჰყავს 50 მდე წევრი.

გარდა ამისა, ფონდი თანამშრომლობს თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლებთან, იურიდიულ კომპანიებთან, ტრენინგ ცენტრებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. დამატებითი რესურსების მოზიდვისა და მხარდაჭერის პროგრამების გაფართოვების მიზნით.

ფონდი მხარდაჭერის მსურველებს დაკავშირების შემდეგ გზებს სთავაზობს:

Email: safevoicesfund@gmail.com

ტელეფონი: +995 577 112 626

იტვირთბა....