ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის აფეთქების შესახებ” – ალიევი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

“სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის აფეთქების შესახებ” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

“სამწუხაროდ, რუსეთში ზოგიერთმა წრემ ამ თეორიის წამოყენება ამჯობინა. ჩვენთვის კიდევ ერთი სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის აფეთქების შესახებ. ანუ ამან ნათლად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურდა ამ საკითხის გადაფარვა, რაც, რა თქმა უნდა, არავის არ ეკადრება. რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრინავს შემთხვევით დაარტყეს. რა თქმა უნდა, აქ მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტზე საუბარი არ შეიძლება. ამიტომ, დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის დროული ბოდიშის მოხდა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება – ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“ – განაცხადა ალიევმა.

იტვირთბა....