ძლიერი ხაძარი იყო რუსეთის ქალას ოდინცოვში, სადაც ცეცხლი საწყობს გაუჩნდა. ის დაახლოებით 2 ათას კილმეტრზე გავრცელდა – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ.
ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხუთშაბათს ღამით რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ ორი თავდამსხმელი დრონი ჩამოაგდეს მოსკოვთან ახლოს, ერთი ოდინცოვოს ოლქში ჩამოაგდეს.
ქალაქი ოდინცოვო მდებარეობს მოსკოვის დასავლეთით, მისი გარეუბნებიდან სულ რამდენიმე კილომეტრში. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, სხვადასხვა შენობებს ცეცხლი გაურკვეველი მიზეზებით უჩნდება.