ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის ხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდება. ამ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში 13 მარტიდან იმყოფება. ოფიციალური ვიზიტი 19 მარტამდე გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში. საგარეო უწყების ხელმძღვანელი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

იტვირთბა....