ესტონეთი უკრაინას დამატებით იარაღსა და საბრძოლო მასალას გადასცემს. მთავრობამ 10 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის წინადადებას.
“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიპოვეთ შესაძლებლობა, რომ ესტონელებმა უკრაინელებს დახმარების ხელი გაუწოდონ”. – ამბობს პევკური.