რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. დაშავდა ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ავრცელებს.
“სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი კვლავ იქნა არჩეული რუსული ტერორისტული დარტყმის სამიზნედ”, – წერს მალაშკო.