ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაციას იწყებს. მიზეზი ოკუპანტების მხრიდან დაბომბვის ინტენსივობის გაზრდა გახდა:
„ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია იწყება. ამ ბრძანებას ხელი კუპიანსკის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კანაშევიჩმა 9 აგვისტოს მოაწერა“, – აცხადებენ კუპიანსკის სამხედრო ადმინისტრაციაში.