ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა რივნეზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს – განადგურებულია ნავთობბაზა

ღამით, რივნეს რაიონში, ისევე, როგორც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.

„რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, – წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“.

ადგილზე 45 მაშველი და 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

იტვირთბა....