დროებით ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი (Stratcom) იტყობინება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპანტების სამხედრო ობიექტზე თავდასხმა დილის 10 საათზე განხორციელდა. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს კვამლისა და მტვრის უზარმაზარი ღრუბელი.