ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვის ოლქში ორი უკრაინული საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსულმა მხარემ ქვეყნის დედაქალაქის მახლობლად ორი უკრაინული საბრძოლო დრონი ჩამოაგდო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი დრონი დომოდედოვოს მახლობლად ჩამოაგდეს, მეორე კი მინსკის გზატკეცილთან.

აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც:

“საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ტერორისტული შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა და მას არც ნგრევა მოჰყოლია”, – ნათქვამია უწყების რელიზში.

იტვირთბა....