უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ნიკოლაევში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტისას მისი მკვლელობა იგეგმებოდა. როგორც უწყება განმარტავს, მოსალოდნელი თავდასხმა აღკვეთილია.
უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი, რომელიც ზელენსკის ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზე. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“დაკავებული ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით ცდილობდა. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას კი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა და იღებდა უკრაინული ობიექტების მდებარეობას. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს”, – აცხადებენ უწყებაში.